Belive

ხავი: ,,ორმატჩიან დაპირისპირებაში რეალის დამარცხება რთულია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელი, ხავი მომავალ ,,ელ კლასიკოში'' ფავორიტად მადრიდის ,,რეალს'' მიიჩნევს:

,,ორიენტირებულები სუპერთასისა და ლა ლიგის საშინაო მატჩებზე ვართ, თუმცა ეს მადრიდის ,,რეალია'' - ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი. დომინირებას ვეცდებით, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. პირველ შეხვედრაში 1:0 გამარჯვება ძალიან კარგი შედეგია.

ისეთი განცდა მაქვს, რომ ორმატჩიან დაპირისპირებაში ,,რეალის'' დამარცხება რთულია. ბოლოს როდის წააგეს ორმატჩიანი სერია? მიუხედავად იმისა, რომ ახლა ანგარიში ჩვენს სასარგებლოდაა, ფავორიტად მაინც მათ მივიჩნევ,'' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.

ხვალ, ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ბარსელონა'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები