ხავი: ,,დე იონგი 100%-ით მზადაა და გუნდისთვის შეუცვლელია''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, გუნდის ნახევარმცველზე, ფრენკი დე იონგზე, ისაუბრა:
,,დე იონგი 100%-ით მზადაა და გუნდისთვის შეუცვლელია. ის ,,ბარსელონას'' ბევრს აძლევს, თანაგუნდელებს ეხმარება და თამაშს დინამიკას მატებს.
ფრენკის თამაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია და ეს არის გარანტი იმისა, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება,'' - ხავის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
სექტემბრის ბოლოს, სანაკრებო პაუზის დროს, დე იონგმა მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა, რის გამოც ,,მალიორკასთან'' და ,,ინტერთან'' შეხვედრები გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელის ანგარიშზე კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლია.