ხავი დანი ალვეშზე: ,,როცა ამის შესახებ გავიგე, შოკირებული ვიყავი''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, დანი ალვეშზე ისაუბრა, რომელსაც სასამართლომ 23 წლის ქალის სექსუალურად შევიწროების გამო, დროებითი პატიმრობა შეუფარდა:
,,დანი ალვეშის მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთება რთულია. როგორც ყველას, მეც გამიკვირიდა და შოკირებული ვიყავი, როცა ამის შესახებ გავიგე.
გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და ამ შემთხვევაში ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. სხვას ვერაფერს ვიტყვი,'' - ხავის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
გაუპატიურებაში ბრალდების გამო, დანი ალვეშს ,,პუმასმა'' კონტრაქტი შეუწყვიტა. ბრაზილიელს მექსიკურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.