Belive

ხავი: ,,არასდროს მქონია იმის განცდა, რომ მსაჯები ბარსელონას ეხმარებიან''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ე.წ. ,,ნეგრეირას'' საქმეზე ისაუბრა:

მომავალ კვირას ნეგრეირაზე კიდევ ერთი სიახლე იქნება, ასე მოხდება 15 დღეში და თვენახევარშიც... თქვენ ამ საკითხზე ჩემი აზრი უკვე იცით. გადახედეთ რომელიმე გაზეთის არქივს და ნახავთ.

არასდროს მქონია იმის განცდა, რომ მსაჯები ბარსელონას ეხმარებიან. ნეგრეირას საქმეზე არ ვფიქრობ! გუნდში ყოველდღიური საქმე საკმარისად მაქვს.'' - ხავი

პროკურატურამ ,,ბარსელონას'' ყოფილ პრეზიდენტებს, ხოსე მარია ბართომეუსა და სანდრო როსელს და ასევე, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს, ენრიკე ნეგრეირასა და მის შვილს, ბრალი ქრთამის აღებაში წაუყენა.

გამოძიების თანახმად, 2001 წლიდან 2018 წლამდე, ნეგრეირამ ,,ბარსელონასგან'' დაახლოებით 7,5 მილიონი ევრო მიიღო. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს.

სხვა სტატიები