Belive

ბარსელონასა და ოსასუნას შორის მატჩი ბოლო წუთს გადაიდო

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონასა" და "ოსასუნას" შორის მატჩი, რომელიც ლა ლიგის 27-ე ტურში უნდა ჩატარებულიყო, გადადებულია. კლუბებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ შეხვედრა დღეს არ ჩატარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა პიროვნება, რომელიც საკმაოდ დაახლოებულია ბარსელონას გასახდელთან და მას მოთამაშეები კარგად იცნობდნენ, ამიტომ ბარსას ფეხბურთელებმა თამაშის გადადება ითხოვეს, ოსასუნა კი დათანხმდა.

დამატება: გარდაიცვალა პირველი გუნდის ექიმი, კარლეს მინარო გარსია

სხვა სტატიები