ხავი: ,,ახალ სეზონში ჩვენი მიზანი ტიტულების მოგება და კარგი ფეხბურთის თამაშია''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ვარჯიშებიდან მიღებული შეგრძნებები მშვენიერია. ყველა კარგად მუშაობს და წინასასეზონო ტურნემაც მხიარულად ჩაიარა. გულშემატკივრებს ენთუზიაზმით ვავსებთ და ეს ლევანდოვსკის პრეზენტაციაზეც გამოჩნდა. ჩვენც შთაგონებულები ვართ. ახალ სეზონში ჩვენი მიზანი ტიტულების მოგება და კარგი ფეხბურთის თამაშია. ქომაგების გახარება გვინდა, ისინი ამას იმსახურებენ,'' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.,,ბარსელონა'' ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 13 აგვისტოს გამართავს. კატალონიელები ლა ლიგის პირველ ტურში ,,რაიო ვალეკანოს'' უმასპინძლებენ. ხავის გუნდი დღეს გამპერის თასის შეხვედრაში მექსიკურ ,,პუმასს'' დაუპირისპირდება.