Belive

ხავი: ,,ბეტისთან მატჩში ახლოს ვიყავით იმ ბარსელონასთან, რომლის ხილვაც გვინდა''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ბეტისთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,იდეალური არა, მაგრამ შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ფეხბურთელებმა თამაშით სიამოვნება მიიღეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ,,კამპ ნოუზე'' ვთამაშობდით. ბევრი კარგი მომენტი გვქონდა და ასეც უნდა იყოს.

 

იამალის გარდა ოთხივე შემტევმა გაიტანა, ეს იდეალურია. ასევე, გოლი საჯარიმო დარტყმიდან. ხუთი გოლი გავიტანეთ და არცერთი არ გაგვიშვია. მათ ერთი სახიფათო მომენტი ჰქონდათ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაღალი ხარისხის მატჩი ჩავატარეთ. ახლოს ვიყავით იმ ბარსელონასთან, რომლის ხილვაც გვინდა,'' - განაცხადა ხავიმ.

ლა ლიგის მე-5 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ბეტისს'' უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. კატალონიელები 13 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან, თუმცა მეორეადგილოსანი ,,რეალის'' ანგარიშზე 12 ქულა და ერთით ნაკლები მატჩია.

სხვა სტატიები