Belive

,,ხანდახან ოჯახი საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენო'' - რატომ ცხოვრობს კონტე ლონდონის სასტუმროში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მალე ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტე ,,ტოტენჰემის'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა სპეციალისტი კვლავ ლონდონის ცენტრში, სასტუმროში ცხოვრობს. ამის გამო, არაერთი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ იტალიელი გუნდში დარჩენას დიდ ხანს არ აპირებს.

კონტეს მეუღლე და შვილი კი იტალიაში ცხოვრობენ. გასულ წელს, როცა მწვრთნელმა ,,ტოტენჰემი'' ჩაიბარა, წყვილმა გადაწყვიტა, რომ მათი შვილი სხვა სკოლაში არ გადაეყვანათ:

,,ჩემი შვილის მდგომარეობას პატივი უნდა ვცე, რადგან იზრდება და ბევრი სკოლის გამოცვლა კარგი არ არის. ბოლომდე კონცენტრირებული ვარ. გადავწყვიტეთ, რომ პირველ სეზონში ეს გზა აგვერჩია, შემდეგ კი ვნახოთ. ვეცდებით, მომავალში უკეთესი გამოსავალი ვიპოვოთ. ოჯახის პატივისცემა სწორია, ზოგჯერ კი ის საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენო,'' - კონტეს სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.


პრემიერლიგის 20 ტურის შემდეგ, ,,ტოტენჰემი'' 20 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა და პირველადგილოსან ,,არსენალს'' 4 ქულით ჩამორჩება.

კოტნეს გუნდი მომავალ შეხვედრას დღეს, ,,ევერტონის'' წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:30 საათზეა ჩანიშნული.


სხვა სტატიები