კოლუმბიელმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" იანვარში დატოვოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გერმანული Bild Sport ავრცელებს.
Bild-ის წყაროს ინფორმაციით, ხამესის შეძენით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული. ტურინელები მზად არიან, კოლუმბიელს რამდენიმეწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ. Transfermarkt-ის თანახმად, ხამეს როდრიგესის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხამესის სატრანსფერო უფლებები მადრიდის "რეალს" ეკუთვნის, "ბაიერნში" კი კოლუმბიელი შემტევი იჯარის წესით თამაშობს.