Belive

ხაბი ალონსოს ლევერკუზენმა გუნდის რეკორდი გაიმეორა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,ლევერკუზენმა'' ,,ჰაკენი'' სტუმრად 2:0 დაამარცხა.

ხაბი ალონსოს გუნდმა ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო, რაც ევროტურნირებზე კლუბის ისტორიაში სულ მეორე შემთხვევაა (პირველად ასეთი რამ უეფას თასის 1994-1995 წლების სეზონში მოხდა).

14 დეკემბერს ,,ბაიერი'' ევროპა ლიგის ბოლო ტურში ,,მიოლდეს'' უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, რეკორდსაც გააუმჯობესებს.

მიმდინარე სეზონში ,,ლევერკუზენს'' ყველა ტურნირზე ზედიზედ 14 მოგება აქვს - ბუნდესლიგის ლიდერები მომავალ მატჩს კვირას, 3 დეკემბერს, ,,დორტმუნდის'' წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები