Belive

ხაბი ალონსო გერმანიის ბუნდესლიგის კლუბის მწვრთნელი ხდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის", "ლივერპულის", მიუნხენის "ბაიერნის" და ესპანეთის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი, ხაბი ალონსო ლევერკუზენის "ბაიერის" მთავარი მწვრთნელის პოზიციის დაკავებასთან ახლოსაა.

ევროპული მედიის ინფორმაციით, "ფარმაცევტების" ეს თანამდებობა მალე ვაკანტური გახდება და მისი დაკავების რამდენიმე კანდიდატურა არსებობს, მათ შორის კი 40 წლის ესპანელი სპეციალისტი ლიდერობს.

"ლევერკუზენი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლო მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო გერმანიის ბუნდესლიგაში 8 ტურის შემდეგ 5 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.

ხაბი ალონსოს სამწვრთნელო კარიერა მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ აკადემიასა და "რეალ სოსიედადის" B გუნდში თამაშს უკავშირდება.

სხვა სტატიები