ხაბი ალონსო დიდი ალბათობით ლევერკუზენს დატოვებს
ბოლო პერიოდის განმავლობაში "ლევერკუზენიდან" ხაბი ალონსოს წასვლაზე ბევრი იწერება, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ესპანელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტის ან პეპ გვარდიოლას მემკვიდრედ მოიაზრება და ამგვარად ის "რეალს" ან "მანჩესტერ სიტის" ჩაიბარებს. გერმანული გუნდი კი შემცვლელს ეძებს და რამდენიმე ვარიანტი გამოჩნდა კიდეც.
Sky-ს ცნობით კანდიდატებს შორის არიან, "შტუტგარტის" მწვრთნელი სებასტიან ჰენესი და გერმანიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი სანდრო ვაგნერი, თუმცა ორივე მწვრთნელს 2027 და 2026 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული. თავის მხრივ ალონსომაც ახალ კონტრაქტს გასულ სეზონში მოაწერა ხელი, რომელიც 2026 წლამდე დარჩენას ითვალისწინებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თომას ტუხელის წასვლის შემდეგ "ლევერკუზენის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა, მიუნხენის "ბაიერნის" შემოთავაზებაზე უარი თქვა.
🚨🇪🇸 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆 | Bayer Leverkusen are preparing for Xabi Alonso's departure next summer, reports @Plettigoal. 🔜
— EuroFoot (@eurofootcom) October 21, 2024
His contract runs out in 2026 but Leverkusen are already looking for a successor, Sebastian Hoeneß and Sandro Wagner being considered. pic.twitter.com/APq7J8XMrH