ხაბი ალონსო: "ჩვენ შეუჩერებელი გუნდი გავხდებით"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ხაბი ალონსომ "სამეფო კლუბში" პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა და აღნიშნა, რომ მას კლუბთან ერთად უდიდესი გეგმები აქვს, რაც ყველაფრის მოგებას და შეუჩერებელ გუნდად გადაქცევას ითვალისწინებს.
სწორედ შემდეგი სიტყვებით დაიწყო 43 წლის სპეციალისტმა პირველი პრესკონფერენცია.
"ჩვენ გვსურს, რომ გულშემატკივრებმა მოედანზე მყოფი გუნდით იამაყონ. გვინდა, რომ მათ თქვან: „ეს არის გუნდი, რომელიც მიყვარს. ეს არის ჩემი გუნდი. ეს არის ჩემი „რეალ მადრიდი“.
თუ ამ ცეცხლის დანთებას შევძლებთ, შეუჩერებელი ძალა გავხდებით და ჩვენი მომგები არავინ იქნება, რისი პოტენციალიც ჩვენს გუნდს ნამდვილად აქვს.
მე აქ ტიტულების მოსაგებად და კიდევ უფრო ბევრი რამის დასამტკიცებლად მოვედი - ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, ჩვენი დაბრუნება ძალიან საშიში იქნება ყველასთვის." - ხაბი ალონსო
ალონსო ლევერკუზენს 2022 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ,,ფარმაცევტებმა'' ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგეს. გარდა ამისა, გუნდმა ევროპა ლიგის ფინალშიც ითამაშა.
ხაბი ალონსო რეალის ფეხბურთელიც იყო და მან ამ კლუბში უდიდესი ეპოქა დატოვა, ახლაც იგივე მიზნით არის მოსული, ოღონდ უკვე მწვრთნელის რანგში.