Belive

ხაბი ალონსო: "ბაიერნს საგოლე შანსი თითქმის არ ჰქონია"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგის 21-ე ტურში ლევერკუზენის "ბაიერმა" მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხაბი ალონსოს გაწვრთნილი გუნდი შედეგობრივიდაც და თამაშის ხარისხითაც წარმოუდგენელ ფეხბურთს აჩვენებს და ეს მოცემულობაა და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნაწყვეტი.

იოსიპ სტანისიჩის, ალეხანდრო გრიმალდოსა და ჯერემი ფრიმპონგის გოლებმა BayArena-ზე შეკრებილ მაყურებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. გარდა გოლებისა ბაიერს უამრავი მომენტი ჰქონდა, მაშინ როდესაც ტუხელის ბაიერნმა კარის ჩარჩოში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ეს რეკორდმაისტერის ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 8 წლის განმავლობაში, ბუნდესლიგაში ჩატარებულ თამაშებში.

გვინდა გვეჩვენებინა რომ კონკურენტუნარიანები ვართ. ჩვენ შესანიშნავი სამუშაო შევასრულეთ. გუნდის დისციპლინა და თანმიმდევრულობა იყო ის, რამაც მთლიანობაში ეს სპექტაკლი გვაჩუქა. ყველა მოთამაშემ საუკეთესო თამაში აჩვენა. ჩვენ საკმარისზე მეტი შანსი გვქონდა, მაშინ როცა მოწინააღმდეგეს თითქმის არ შეუქმნია საგოლე მომენტი. მე შესანიშნავი გუნდი მყავს შესანიშნავი ფეხბურთელებით. მარტო არაფრის გაკეთება არ შემიძლია. დიდი ენერგია გვაქვს და ეს არის მთავარი. მოთამაშეებს უბრალოდ სჯერათ და ეს ყველაფრის გასაღებია. ჩემპიონატის მოგება? ამაზე მაისში ვისაუბრებთ. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და საქმეს ბოლომდე მივყვეთ. - განაცხადა ხაბი ალონსომ

ლევერკუზენმა ამ მოგებით 21 ტურში 55 ქულა დააგროვა და უშუალო მდევარს, მიუნხენის ბაიენრს უკვე 5 ქულით გაუსწრო. აღსანიშნავია, რომ ალონსოს გუნდში დანიშნვნის შემდეგ ლევერკუზენს ბაიერნთან არ წაუგია (2 მოგება და 1 ფრე).

სხვა სტატიები