კევინ დურანტმა პარი სენ-ჟერმენის წილი შეიძინა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კევინ დურანტი "პარი სენ-ჟერმენის" გარკვეული წილის მფლობელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად კლუბმაც დაადასტურა.
ESPN-ის ინფორმაციით, ოლიმპიურმა ჩემპიონმა პარიზულ კლუბში რამდენიმე მილიონის დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
კევინ დურანტის ფრანგულ გუნდთან გადაკვეთა "პსჟ-ს" აშშ-ში პოპულარიზაციას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ 35 წლის კალათბურთელი ფეხბურთის გულშემატკივარი არის. KD MLS-ის გუნდის "ფილადელფია უნიონის" ერთ-ერთი მფლობელია. ამერიკელ კალათბურთელს "პსჟ-ს" პრეზიდენტთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ნასერ ალ ხელაიფს არაერთხელ ესტუმრა.