Belive

ბარსელონამ ბერნარდუს დამატება გადაწყვიტა - სილვა სიტის ზაფხულში დატოვებს

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი ესპანური ტელევიზია და მედიაგამოცემა "El Chiringuito" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - კატალონიის ბარსელონამ გადაწყვიტა, პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის 31 წლის ნახევარმცველის - ბერნარდუ სილვას ზაფხულში დამატება, ფეხბურთელს კი გადაწყვეტილი აქვს, რომ ინგლისური კლუბი ზაფხულში დატოვოს.

ბარსელონას ბერნარდუ სილვას შეძენა გასულ სეზონშიც სურდა, თუმცა პორტუგალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა სიტისთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გადაწყვეტილია, რომ იგი კლუბს 2026 წლის ივნისში დატოვებს.

თავის მხრივ, ბარსელონა უკვე ცდილობს, რომ ბერნარდუსთან კონტაქტი დაამყაროს და ამ ტრანსფერში პირადად ბარსელონას პორტუგალიელი სპორტული დირექტორი - დეკუა ჩართული, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ბერნარდუ სილვასთან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6-გზის პრემიერ ლიგის ტრიუმფატორი მზად არის, რომ ბარსელონაში ითამაშოს და კლუბს ზაფხულშივე შეუერთდეს.

ბერნარდუ სილვა მანჩესტერ სიტიში 2017 წლიდან თამაშობს, რა პერიოდშიც 437 მატჩი ჩაატარა, სადაც 73 გოლის გატანა და 76 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მან მანჩესტერულ გრანდთან ერთად პრემიერ ლიგის 6 და ჩემპიონთა ლიგის ერთი ტიტული მოიგო.

სხვა სტატიები