Belive

კევინ დე ბრუინემ მანჩესტერ სიტის კაპიტნობაზე უარი თქვა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Athletic-ის ცნობით, 2023-2024 წლების სეზონის დასაწყისში, კევინ დე ბრუინემ "მანჩესტერ სიტის" კაპიტნობაზე უარი განაცხადა. იმ დროს, იმჟამინდელი კაპიტანი, ილქაი გიუნდოგანი "ბარსელონაში" გადავიდა, კაპიტნის პასუხისმგებლობა კი საკუთარ თავზე კაილ უოკერმა აიღო. ბელგიელი ფეხბურთელი ვიცე-კაპიტნად დაინიშნა და ამ როლით საკმაოდ ბედნიერი იყო.

მანჩესტერ სიტიდან ახლადგამოსული ინფორმაციის მიხედვით, სანამ ფეხბურთელები კენჭს უყრიდნენ ახალი კაპიტნის ვინაობას, დე ბრუინემ ყველასთვის განაცხადა, რომ მას არ უნდოდა კაპიტნობა, რადგან დამატებითი პასუხისმგებლობები არ სურდა და თანაც "შესაბამისი სიტყვების" მოძებნისთვისაც ყველაზე კარგი ვარიანტი არ იყო.

ბელგიელი ფეხბურთელი რჩება ეროვნული ნაკრების კაპიტნად, თუმცა ოქროს თაობის წარმომადგენელს ეროვნულ დონეზე წარმატებისთვის არ მიუღწევია. ერთა ლიგის შეხვვედრაში, საფრანგეთთან დამარცხების შემდეგ (2:0), დე ბრუინე ძალიან გაბბრაზებული იყო და თანაგუნდელები საჯაროდ გააკრიტიკა. მისი თქმით, თუ დავალებას ვერ ასრულებ და მაღალი სტანდარტი არ გაქვს, თავი მაინც არ უნდა დაზოგო და ბოლომდე დაიხარჯო, მაგრამ თუ ამასაც არ აკეთებ, მაშინ ყველაფერი დასრულებულია.

სხვა სტატიები