პრემიერ ლიგის 26-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად აღებული ზედიზედ მე-20 შეხვედრა მოიგო. "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში ანგარიში რუბენ დიასმა გახსნა, პორტუგალიელ მცველს ასისტეტნტობა კევინ დე ბრუინემ გაუწია. აღნიშნული საგოლე გადაცემა ბელგიელი ნახევარმცველისთვის პრემიერ ლიგაში 77-ე გამოდგა. ამ შედეგით დე ბრუინე პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ასისტენტების ათეულში შევიდა.
"ვესტ ჰემთან" შესრულებული საგოლე გადაცემით კევინ დე ბრუინემ ტედი შერინგემის შედეგი გააუმჯობესა და ლეგენდარულ დევიდ ბექჰემს მიუახლოვდა, რომელიც 80 საგოლე გადაცემით მე-9 პოზიციაზეა.
საგოლე გადაცემების რაოდენობით პრემიერ ლიგის ისტორიაში 29 წლის ნახევარმცველზე წინ მხოლოდ 9 ფეხბურთელია.
პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ასისტენტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე ლეგენდარული რაიან გიგზია, რომელსაც 168 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
გთავაზობთ პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ასისტენტის ჩამონათვალს:10. კევინ დე ბრუინე - 77 საგოლე გადაცემა9. დევიდ ბექჰემი – 80 საგოლე გადაცემა8. ჯეიმს მილნერი – 84 საგოლე გადაცემა7. სტივენ ჯერარდი – 92 საგოლე გადაცემა6. დავიდ სილვა – 93 საგოლე გადაცემა5. დენის ბერგკამპი – 94 საგოლე გადაცემა4. ფრენკ ლამპარდი – 102 საგოლე გადაცემა3. უეინ რუნი – 103 საგოლე გადაცემა2. სესკ ფაბრეგასი – 111 საგოლე გადაცემა1. რაიან გიგზი – 168 საგოლე გადაცემა
2019-20 წლების ინგლისის ჩემპიონატის სეზონში ბელგიელი ახლოს იყო ტიერი ანრის რეკორდის დამხობასთან, თუმცა ბელგიელს მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა დააკლდა და სეზონი 20 საგოლე გადაცემით დაასრულა, რითიც “არსენალის“ ლეგენდის შედეგი გაიმეორა.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კევინ დე ბრუინემ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გატანილ გოლთან ერთად 11 საგოლე გადაცემაც შესარულა.