Belive

'კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება' - ქეცბაია ანორთოსისის მწვრთნელია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფამაგუსტას ანორთოსისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თემურ ქეცბაია მთავარ მწვრთნელად დანიშნა. ქეცბაიასთვის ეს კლუბში მესამე დაბრუნება იქნება, ქართველი მწვრთნელი ანორთოსისს აქამდე ორჯერ წვრთნიდა. მხარეები ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებენ.

სული სიტყვა არაა, ეს მდგომარეობაა და ამის მქონეს სირთულეების არ ეშინია. კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში. - ვკითხულობთ ანორთოსისის განცხადებაში

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ქეცბაია კლუბში საკუთარი გუნდის წევრებთან, მიხაილ მიხაილთან და სოსო ჭედიასთან ერთად მივა.

თემურ ქეცბაია ანორთოსისს პირველად 2004-2009 წლებში წრთვნიდა, შემდეგ იყო 2019-2022 წლის პერიოდი. ქეცბაიასთან ერთად ამ კლუბმა 2-ჯერ კვიპროსის ჩემპიონატი, 2-ჯერ კი კვიპროსის თასი მოიგო. ქართველმა ანორთოსისი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც მოახვედრა.

სხვა სტატიები