Belive

კერკეზი ლივერპულში სამედიცინო შემოწმების გასავლელად მიემგზავრება

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

21 წლის უნგრელი მცველი, მილოშ კერკეზი ოჯახის წევრებთან ერთად ლივერპულში გაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, მილოშ კერკეზი ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებს და ლივერპულის ფეხბურთელი გახდება.

ბრიტანულ მედია საშუალებებში სახელდება თანხა, რომელსაც ლივერპული ბორნმუთს გადაუხდის. სხადასხვა წყაროს მტკიცებით, მერსისაიდელები კერკეზის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. ფრიმპონგისა და ვირცის შემდეგ, კერკეზი გახდება მესამე ფეხბურთელი, რომელსაც ლივერპული მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძენს.

სხვა სტატიები