Belive

დეკლან რაისი ბრუნდება - ინგლისი პირველი საპლეიოფო თამაშისთვის ემზადება

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საპლეიოფო შეხვედრის წინ, დეკლან რაისი დაუბრუნდა. ლონდონის არსენალის ნახევარმცველი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ შეხვედრას, უდიდესი ალბათობით, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

რაისს, ფეხის ტრამვის გამო, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, პანამის წინააღმდეგ, არ უთამაშია. მის არ ყოფნაში კი, ტომას ტუხელი ჯუდ ბელინგემისა და ელიოტ ანდერსონის დუეტს დაეყრდნო. საბოლოოდ კი, დეკლანი ეროვნულ ნაკრებს, ბოლო ვარჯიშზე შეუერთდა, რაც "სამი ლომისთვის" პოზიტიური სიგნალი იყო. ამასთან დაკავშირებით, ტომას ტუხელმაც ისაუბრა.

ტრამვის შემდეგ, ის ახლა იდეალურ მდგომარეობაშია და ბედნიერია, რომ კვლავ შეუძლია თამაში. თავს თავისუფლად გრძნობს და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება. მას უყვარს ასეთ დიდ სცენაზე გამოსვლა. - ტომას ტუხელი

შეგახსენებთ, რომ ინგლისი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, და 1/16 ფინალში კონგოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები