Belive

ჰარი კეინისთვის ბრძოლაში პსჟ-ც ჩაერთო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Le Parisien-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენს" "ტოტენჰემის" თავდამსხმელის ჰარი კეინის დამატება სურს. ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისელი პარიზელების მთავარი სამიზნე იქნება. როგორც იწერება, "პსჟ" გეგმავს, რომ კეინისა და მბაპეს დუეტით მრისხანე შეტევის ხაზი შექმნას.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირით მხოლოდ პარიზული გრანდი არ ინტერესდება. უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მანჩესტერი" კეინის შეძენას ცდილობს. "წითელი ეშმაკები" გეგმავენ, რომ 2023 წლის ზაფხულისთვის "ტოტენჰემის" ცხრიანი მათ რიგებში ითამაშებს.

The Sun-ის ინფორმაციით, “მანჩესტერი” საკმაოდ თავდაჯერებულია და თვლის, რომ ლონდონელები კეინის ფასს შეამცირებენ. ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ 29 წლის კეინს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და ბუნებრივია, რომ “დეზებს” არ სურთ მათი გამორჩეული მოთამაშის უფასოდ გაშვება.

მიმდინარე სეზონში კეინს 42 მატჩი აქვს ჩატარებული და 25 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები