Belive

კეილორ ნავასი: "ორივესთან მითამაშია, რონალდუ უკეთესი ფეხბურთელია ვიდრე მესი..."

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

36 წლის კოსტა რიკელმა მეკარემ - კეილორ ნავასმა, მესი და რონალდუ ერთმანეთს შეადარა და საუკეთესო გამოავლინა.

კეილორ ნავასს ორივე ფეხბურთელთან ნათამაშები აქვს. კოსტა რიკელი მეკარე მადრიდის "რეალში" 2014-2019 წლებში თამაშობდა, სადაც სწორედ კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი იყო. 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით კი "პსჟ"-ში მესის თანაგუნდელი იყო. 

"ორივე მათგანთან ნათამაშები მაქვს და ორივე უდიდესი ფეხბურთელია. ფეხბურთელის გარდა, ისინი დიდებული პიროვნებები არიან.

ორივე მათგანი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა თუ ამ ორიდან ერთის ამორჩევა მომიწევს, კრიშტიანუს გამოვარჩევ, რადგან მას შეუძლია კომფორტის ზონიდან გასვლა - ეს არის ერთადერთი განსხვავება ამ ორ ფეხბურთელს შორის. - კეილორ ნავასი

36 წლის მეკარე - კეილორ ნავასი, "პსჟ"-მ 2022 წელს გაანათხოვრა და ახლა "ნოტინგემ ფორესტის" კარს იცავს. 

სხვა სტატიები