Belive

კაზემირო: "ჩემი კარიერის საუკეთესო სეზონი მანჩესტერში ვითამაშე"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" 32 წლის ფეხბურთელი - კაზემირო, საინტერესო განცხადებას ავრცელებს, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და "ბულინგი" მოყვა.

მართალია, ძალიან გასაკვირია მისი განცხადება მას შემდეგ, როდესაც "სამეფო კლუბში" 5 ჩემპიონთა ლიგა და უამრავი ტიტული მოიგო.

"ინდივიდუალურად, ჩემი, როგორც ფეხბურთელის საუკეთესო სეზონი იყო პირველი სეზონი მანჩესტერ იუნაიტედში.

მე ამ ყველაფერს არ ვამბობ ტიტულების კუთხით, მე ამას მხოლოდ ჩემი აზრით ვიძახი. არასდროს ვყოფილვარ რეალში ისეთი კარგი, როგორიც მანჩესტერ იუნატედში გადმოსვლიდან პირველივე სეზონში ვიყავი.

თავს იდეალურად ვგრძნობდი და მე თვითონ ვიცოდი, რომ საოცარ ფორმაში ვიყავი - ვფიქრობ, რომ ოლდ ტრაფორდმა ნახა კაზემიროს საუკეთესო ვერსია, ის რაც არ უნახავს სანტიაგო ბერნაბეუს..." - კაზემირო

კაზემირო "სამეფო კლუბიდან" "მანჩესტერში" 2022/2023 წლების სეზონიდან გადავიდა, რა პერიოდშიც მან 108 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლის გატანა და 15 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა "წითელი ეშმაკების" მაისურით ინგლისის ლიგისა და ასოსიაციის თასი მოიგო.

სხვა სტატიები