Belive

კავანის დედამ პსჟ გააკრიტიკა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ-ს" თავდამსხმელის ედისონ კავანის დედამ ბერტა გომესმა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მის შვილს კლუბის დატოვების და მადრიდის "ატლეტიკოში" გადაბარგების შესაძლებლობა არ მისცეს. "ჩვენ გვესმის "პარი სენ-ჟერმენის" პოზიცია, მაგრამ რასაც ვერ ვიგებთ არის ის, რომ თუკი კლუბს ედისონის დარჩენა სურს, მაშინ რატომ აძლევენ მას მაქსიმუმ 6 წუთ სათამაშო დროს. იმის გათვალისწინებით, რაც ედისონმა "პსჟ-სთვის" გააკეთა, მათი საქციელი უსამართლოა. მე გაბოროტებული ვარ, რადგან ისინი ძალიან ცუდად იქცევიან. თუ თქვენ არ გჭირდებათ კავანი, მაშინ გაუშვით ის "ატლეტიკოში", კლუბში, რომელსაც გოლების გატანა სწყურია",-თქვა გამოცდილი ურუგვაელი თავდამსხმელის მშობელმა. კავანი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს 2013 წელს შეუერთდა და მას მერე კლუბის მაისურით 293 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდში გატანილი 198 გოლითაც პარიზელების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები