Belive

2021 წლის საუკეთესოები: ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაზე მეტი გოლი გააქვთ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრესტიჟული ევროპული სტატისტიკური გამოცემა Transfermarkt.com-მა 2021 წლის მსოფლიოს ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელების სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ტოპ 5 ჩემპიონატს შორის ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელების ჩამონათვალია მოყვანილი. ამ რეიტინგში ფეხბურთელები ყველა საკლუბო და სანაკრებო ტურნირის ჯამში ჩატარებულ შეხვედრებში გატანილი გოლების რაოდენობით და საშუალოდ ერთ შეხვედრაში გატანილი გოლის კოეფიციენტის მიხედვით არიან განაწილებულნი. ათკაციან სიას მიუნხენის "ბაიერნის" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს, რომელმაც მიმდინარე კალენდრულ წელიწადში 48 გოლის გატანა მოახერხა, საშუალოდ ერთ მატჩში კი 1.26 გოლი გააქვს. მეორე პოზიციაზე ბუნდესლიგის კიდევ ერთი ფორვარდია. ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა 2021 წელს 37 გოლი გაიტანა, საშუალო კოეფიციენტი კი - 1-ს შეადგენს. სამუელს "პსჟ-ს" ახალწვეული და არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლეო მესი ასრულებს, რომელმაც 2021 წელს 31 გოლი გაიტანა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში კი 0.86 გოლი გაააქვს. საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 

 
View this post on Instagram
 

A post shared by Transfermarkt (@transfermarkt_official)

სხვა სტატიები