კატარელი შეიხი მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედის სანაცვლოდ რეკორდული თანხა გადაიხადოს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატარელ შეიხს, ჯასიმ ბინ ჰამად ალ თანის, ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყიდვა სურს. ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ალ თანი მზადაა, ინგლისური კლუბის სანაცვლოდ 5 მილიარდ ფუნტზე მეტი გადაიხადოს. მისი შეთავაზება, ასევე, დამატებით ინვესტიციებს ითვალისწინებს.
როგორც Sky Sports-ი წერს, გლეიზერები შეიხის შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებენ, რადგან კლუბის სანაცვლოდ მინიმუმ 6 მილიარდი ფუნტის მიღება სურთ.
5 მილიარდი ფუნტი სპორტულ გუნდში არასდროს გადაუხდიათ. რეკორდად ამერიკული ფეხბურთის გუნდის, ,,დენვერ ბრონკოსის'' გაყიდვა ითვლება, რომელშიც 2022 წელს 3.75 მილიარდი ფუნტი გადაიხადეს.
BREAKING: Sheikh Jassim has submitted his world-record bid to buy Manchester United worth over £5bn. 🚨 pic.twitter.com/KpRzZUS1Nj
— Sky Sports News (@SkySportsNews) April 28, 2023