Belive

კატარელებმა მანჩესტერ იუნაიტედის შესაძენად უკანასკნელი წინადადება გაამზადეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატარელები ისტორიული ინგლისური საფეხბურთო კლუბის შეძენას აქტიურად ცდილობენ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, კატარის კონსორციუმმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 100%-იანი წილის შესაძენად, უკანასკნელი (მე-5) ოფიციალური წინადადება გაამზადა.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, კატარელების მე-5 შეთავაზება წინა შემთხვევებისგან რადიკალურად განსხვავებულია და მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

ფაბრიციო რომანო ასევე აღნიშნავს, რომ ეს არის კატარელების უკანასკნელი წინადადება და "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურების მხრიდან კვლავ უარის მიღების შემთხვევაში, შეიხი იასიმი შესყიდვის პროცესს აღარ გააგრძელებს.

სხვა სტატიები