Belive

კასტელანოსი: ,,მესი არგენტინელებისთვის ღმერთია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ჟირონას'' თავდამსხმელმა, ვალენტინ კასტელანოსმა, ,,რეალთან'' მატჩში გაფორმებული პოკერის შემდეგ, მის თანამემამულეზე, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,მესის გამო ყოველთვის ,,ბარსელონა'' უფრო მომწონდა, ვიდრე - ,,რეალი''. ლეო ჩემი კერპია და მისი თამაშის ყურება ყოველთვის მსიამოვნებდა.

არ ვიცი, ნახა თუ არა მან გუშინდელი მატჩი. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. არგენტინელებისთვის მესი ღმერთია. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მან ამატირა,'' - კასტელანოსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ლა ლიგის 31-ე ტურში ,,ჟირონამ'' ,,რეალს'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. კატალონიური გუნდის შემადგენლობაში ოთხივე გოლი ვალენტინ კასტელანოსმა გაიტანა.

სხვა სტატიები