Belive

კაშიას სლოვანი სიტისთან განადგურდა | ქართველი მცველის შეფასება დღევანდელ მატჩში

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ,,სლოვან ბრატისლავამ'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გურამ კაშიამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

კაშიამ Sofascore-სგან 6.7-ქულიანი შეფასება მიიღო. 37 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბურთს სულ 43-ჯერ შეეხო, 7-დან 5 დუელი მოიგო და 24-დან 17 (71%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6.5 ქულით შეაფასა კაშიას თამაში Whoscored-მა, 6.6-ით კი Flashscore-მა.

სამივე ვებგვერდზე სლოვაკური კლუბის შემადგენლობაში ქართველ მცველზე მაღალი შეფასება მხოლოდ 2-მა ფეხბურთელმა დაიმსაუხრა.

,,სლოვან ბრატისლავა'' ჩემპიონთა ლიგის მომავალ შეხვედრას 22 ოქტომბერს, ,,ჟირონას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები