Belive

კასანო: ,,რონალდუ ფენომენალური იყო, მაგრამ ახლა გაჩერების დრო მოვიდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო მიიჩნევს, რომ პორტუგალიის ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კარიერა უნდა დაასრულოს:

,,თუ მეტის ატანა არ შეგიძლია, მაშინ უნდა შეწყვიტო. ეს ყველა სპორტში ხდება.

რონალდუმ ყველაფერი მოიგო, იყო ფენომენალური და უდიდეს წარმატებას მიაღწია. მაგრამ, ახლა გაჩერების დრო მოვიდა. ,,მანჩესტერ იუნაიტედშიც'' სკამზე ზის,'' - კასანოს სიტყვებს A BOLA ციტირებს.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 1 გოლია.

37 წლის ფეხბურთელმა ერთადერთი გოლის გატანა ევროპა ლიგაზე, ,,შერიფთან'' მატჩში, შეძლო.

სხვა სტატიები