Belive

კარლსრუემ რეგენსბურგი დაამარცხა | ბუდუ ზივზივაძის შეფასება

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგა 2-ის მე-16 ტურის შეხვედრაში "კარლსრუემ" "რეგენსბურგი" 4:2 დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძემ 45+2-ე და 62-ე წუთებზე გაიტანა და დუბლი შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა 46-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდანაც დაარტყა, მაგრამ მეკარემ კუთხე გამოუცნო.

ბუდუ ზივზივაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 90 წუთი ითამაშა, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს საუკეთესო შეფასება 8.0 დაუწერა. ქართველმა ფეხბურთელმა როგორც უკვე გითხარით დუბლი შეასრულა, მან კარში 3-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ კარისკენ დაარტყა და 2-ჯერ დარტყმულიც დაუბლოკეს. 5-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 3 წარმატებული გამოდგა. ბუდუ ბურთს 49-ჯერ შეეხო, 30-დან 25 გადაცემა ზუსტად შეასრულა (83%), 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 7-ში დარჩა.

"კარლსრუე" ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 26 ქულით მე-4 პოზიციაზეა (7 მოგება, 5 ფრე, 4 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 21 დეკემბერს, 16 საათზე "პადერბორნის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, ამ მაჩვენებლით კი ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები