კარლსრუემ პადერბორნი დაამარცხა | ბუდუ ზივზივაძის შეფასება
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-17 ტურის მატჩში, "პადერბორნისა" და "კარლსრუეს" დაპირისპირება გაიმართა. პადერბორნში გამართული პრინციპული მატჩი, მასპინძლების მარცხით 1:2 დასრულდა.
"კარლსრუეს" გამარჯვებაში ლომის წილი ბუდუ ზივზივაძემ დაიდო, რომელმაც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ზივზივაძემ მე-16 წუთზე ჯერ თანაგუნდელს გაატანინა, 35-ე წუთზე კი თავად შეძლო გოლის გატანა.
ბუდუ ზივზივაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 92 წუთი ითამაშა, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს საუკეთესო შეფასება 9.0 დაუწერა. ზივზივაძემ როგორც უკვე გითხარით გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.