Belive

ბუდუ ზივზივაძეს ჩინეთიდან დიდ თანხას სთავაზობენ

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუდუ ზივზივაძის მენეჯერმა, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ფეხბურთელთან დაკავშირებით არსებულ დაინტერესებებზე ისაუბრა. ლაშა ოდილაძემ განაცხადა, რომ ჩინური კლუბი ქართველს დიდ თანხას სთავაზობს და არის ბუნდესლიგის წარმომადგენელი კლუბის ინტერესიც.

ბუნდესლიგის ერთ-ერთ გუნდს ახლავე უნდა კონტრაქტის გაფორმება. ბუდუს ჩინეთის კლუბიდანაც ძალიან სარფიანი შეთავაზება აქვს, რომლის წარმომადგენლებიც თბილისში ჩვენი სააგენტოს მენეჯერს შეხვდნენ. ჩინელები საკმაოდ დიდ თანხას იხდიან, მაგრამ ბუდუს ევროპის ტოპჩემპიონატში თამაში სურს, რადგან ამით სანაკრებო კარიერაზე ფიქრობს. ასე რომ, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის სად ითამაშებს.

ვფიქრობთ, რა იქნება სწორი ნაბიჯი, რადგან აჩქარება და გადაწყვეტილების დაუფიქრებლად მიღება დაუშვებელია. ბუდუ „კარლსრუეში“ თავს კარგად გრძნობს, რომელსაც თავად აქვს ბუნდესლიგაში დაწინაურების რეალური შანსი და ბუნებრივია, ეს გასათვალისწინებელია - ამბობს ლაშა ოდილაძე

სეზონის პირველ ნაწილში ბუდუმ 20 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგა 2-ში კი ზივზივაძე ბომბარდირთა დავას 12 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით ლიდერობს.

წყარო: საქართველოს პირველი არხი

სხვა სტატიები