Belive

კარლსრუემ ჰამბურგს მოუგო | ზივზივაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბუნდესლიგა 2-ის მე-19 ტურში "ჰამბურგმა" "კარლსრუე" მიიღო და ანგარიშით 3;4 დამარცხდა. დრამატულ მატჩში რამდენჯერმე შეიცვალა სცენარი, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ბუდუ ზივზივაძესა და მის თანაგუნდელებს დარჩათ. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მეორე ტაიმის პირველივე წუთზე სწორედ მან გაიყვანა წინ კარლსრუე (2;3). Sofascore-გან ქართველმა (7.2) ქულა დაიმსახურა, ხოლო whoscored-მა ბუდუს (8,1) დაუწერა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საშუალოზე მაღალი შეფასებაა.

შეხვედრა თითქოს ჰამბურგის ნოკაუტით დაიწყო, რადგან მე-3 და მე-6 წუთზე მატანოვიჩისგან დუბლი მიიღეს, ჰამბურგი გონს ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა და ანგარიში 33-ე და 36-ე წუთებზე გატანილი გოლებით გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუდუმ ისევ წინ გაიყვანა კარლსრუე, თუმცა ჰამბურგმა გათანაბრება ამჯერადაც შეძლო. გამარჯვების გოლი კი 84-ე წუთზე მარვინ ვანიცეკმა გაიტანა და კარლსრუეს 3 ქულა მოუტანა.

ქართველი ლეგიონერი გუნდი კარგ ფორმაშია, ბუნდესლიგა 2-ში ბოლო 5 თამაშში არ დამარცხებულან და საერთოდ, ბოლო 3 მოიგეს. ბუდუ 84 წუთზე შეიცვალა, მაშინ როცა გუნდს ანგარიშის სენარჩუნებაზე თამაში სჭირდებოდა. ქართველს ჩემპიონატში 6 გოლი დაუგროვდა.

ჰამბურგმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რადგან შეეძლო ცხრილის მეორე ადგილზე გადასულიყო, ახლა კი მეოთხეზეა. კარლსრუე 27 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, თუმცა ცხრილში სიმჭიდროვეა და მე-5 ადგილამდე ერთი თამაშის მოგებაშია.

სხვა სტატიები