Belive

"გუნდს ის პირველივე დღიდან უყვარს" - კარლსრუეს მწვრთნელი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-5 ტურში "კარლსრუემ" "შალკე" ბუდუ ზივზივაძის დუბლის წყალობით 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა Whoscored - 8.4 | Sofascore - 8.2.

"კარლსრუეს" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა:

ვფიქრობ, უბრალოდ ყოველთვის უნდა მოუსმინოთ აუდიტორიას, თუ რამდენად პოპულარულია ის და რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს.

გუნდს ის პირველივე დღიდან უყვარს. ამიტომაც როგორც მისთვის, ასევე ჩემთვისაც რა თქმა უნდა აქ შესანიშნავი სიტუაციაა. - კრისტიან აიხნერი - "კარლსრუეს" მთავარი მწვრთნელი

ბუდუ ზივზივაძე SWR-სთან ინტერვიუს დროს ძალიან თავმდაბალი იყო და მატჩის შემდეგ როდესაც დუბლის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ:

გამიმართლა, რომ ორი გოლი გავიტანე. თუ ბრძოლას ასე გავაგრძელებთ, წარმატება მოვა. - ბუდუ ზივზივაძე

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია. "კარლსრუეს" კი 5-დან 4 მოგება და 1 ფრე აქვს, რითაც ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები