Belive

კარლო ანჩელოტი: "ვადასტურებ, რომ ზამთარში არავის შევიძენთ..."

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" 68 წლის თავკაცმა - კარლო ანჩელოტიმ, "გრანადასთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შესახებ ისაუბრა და დაადასტურა, რომ "სამეფო კლუბი" არავის არ დაიმატებს.

"ჭორები იკარდიზე ან რომელიმე ახალ ფორვარდზე იანვარში? არა... შანსი არაა. გუნდი ზაფხულში დავგეგმეთ, ესა და ეს.

ამ მომენტში ყველაფერი კარგად არის გუნდში, მიუხედავად ბევრი ტრავმებისა ვადასტურებ, რომ ზამთარში ახალ ფეხბურთელს არ დავიმატებთ.

ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ენდრიკით და მისი პროგრესით, ამიტომ ველოდებით მას ივლისში, იქამდე კი არაფერი შეიცლება კლუბში..." - კარლო ანჩელოტი
View this post on Instagram

A post shared by Fabrizio Romano (@fabriziorom)

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" 17 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ენდრიკი დაიმატა და იგი "სამეფო კლუბს" 2024 წლის ივლისში შეუერთდება.

სხვა სტატიები