Belive

კარლო ანჩელოტი რეალის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა - იტალიელმა მუნიოსის შედეგი გაიმეორა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ,,რეალმა'' ,,ატალანტა'' 2:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეექვსედ მოიგო.

ეს კარლო ანჩელოტისთვის ,,სამეფო გუნდში'' მე-14 ტიტული იყო, რაც ,,რეალის'' მწვრთნელებს შორის ყველა დროის საუკეთესო შედეგია. 65 წლის სპეციალისტმა მიგელ მუნიოსის რეკორდი გაიმეორა, რომელიც კლუბს 1960-1974 წლებში წვრთნიდა.

ანჩელოტის ახლა ,,რეალთან'' ერთად ლა ლიგა (2-ჯერ), კოპა დელ რეი (2-ჯერ), ესპანეთის სუპერთასი (2-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (3-ჯერ), უეფას სუპერთასი (3-ჯერ) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2-ჯერ) აქვს მოგებული.

,,რეალის'' ყველაზე წარმატებული მწვრთნელები ტიტულების რაოდენობით:

  1. კარლო ანჩელოტი - 14 ტიტული

  2. მიგელ მუნოსი - 14 ტიტული

  3. ზინედინ ზიდანი - 11 ტიტული

  4. ლუის მოლოვნი - 8 ტიტული

  5. ვისენტე დელ ბოსკე - 7 ტიტული

Image

სხვა სტატიები