Belive

კარლო ანჩელოტი: "ენდრიკი ცოტას საუბრობს და ბევრს შრომობს, ის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, მადრიდის "რეალის" 18 წლის ახალწვეულზე - ენდრიკზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენდრიკი თუ ასე გააგრძელებს საკუთარ თავზე შრომასა და განვითარებას, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორვარდი გახდება.

"ენდრიკი თავმდაბალი ბიჭია, რაც ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესია. შეიძლება 1 კვირა მასთან ერთად გაატარო, მაგრამ მისი ხმა ვერც გაიგო, აი ზუსტად ასეთი ადამიანია. მინიმალურად ცოტას საუბრობს, თუმცა გუნდში პირველივე დღიდან ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი ფეხბურთელია.

თუ ენდრიკი შრომასა და საკუთარი თავის განვითარებას ასე გააგრძელებს, მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდება.

ალბათ ყველამ დაინახეთ მისი სითავხედე ჩემპიონთა ლიგის მატჩში, როდესაც გოლი გაიტანა. მას ერთი მხრიდან ვინისიუსი, ხოლო მეორე ფლანგიდან მბაპე ეხსნებოდნენ, ორივეზე შეეძლო პასის გაკეთება, თუმცა იგი დარწმუნებული იყო, რომ გოლს გაიტანდა და ასეც მოხდა.

მომდევნო თამაშებიდან რამდენიმეში იგი ძირითადიდან დაიწყებს და მას შანსს პირველივე წუთიდან მივცემ.

ენდრიკი უდიდესი ტალანტია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს" - კარლო ანჩელოტი

შეგახსენებთ, რომ ენდრიკი 18 წლის ბრაზილიელი ფორვარდია, რომელიც "რეალში" "პალმეირასიდან" გადავიდა. მან "სამეფო კლუბში" უკვე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩშივე კი "შტუტგარტის" კარი აიღო გოლით.

სხვა სტატიები