"კარგი შედეგის მისაღწევად ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ" - გიორგი მამარდაშვილი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, ესპანეთთან შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა პრესკონფერენციაზე მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
ესპანეთის წინააღმდეგ ბევრი თამაში ჩავატარეთ და უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს. ვიცით, რომ ეს გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ურთულესი მატჩი გველის.
სექტემბერთან შედარებით ჩემთვის განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ახლა ლივერპულში უკვე სათამაშო დრო მივიღე და რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე. თავს უკეთ ვგრძნობ როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და მომავალი მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ.
რა თქმა უნდა, იამალი ესპანეთისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე მათთვის არაფერს ცვლის, რადგან მათ მაინც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. კარგი შედეგის მისაღწევად ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. - გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი
საქართველოს ნაკრების მატჩი ესპანეთთან ელჩეში, ხვალ, 11 ოქტომბერს ჩატარდება. ჩვენი გუნდის შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ჩვენი ნაკრების ჯგუფში (E) ახლა ასეთი სიტუაციაა: ესპანეთის ნაკრები 6 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეზე საქართველოა 3 ქულით, ასევე 3 ქულა აქვს თურქეთს და მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო ბულგარეთი უქულოდაა და ბოლო ადგილზეა.