კარგად, ალან - ჰოლანდმა შირერის რეკორდი მოხსნა
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ერლინგ ჰოლანდი პრემიერ ლიგის 100-გოლიანთა კლუბს ყველაზე სწრაფად შეუერთდა - სამშაბათს, მანჩესტერ სიტის მიერ ფულემთან (5:4) მოგებულ მატჩში, ნორვეგიელმა მე-17 წუთზე გაიტანა გოლი.
ჰოლანდმა ალან შირერის დიდი ხნის რეკორდი მოხსნა და პრემიერ ლიგაში მე-100 გოლი მხოლოდ 111-ე მატჩში გაიტანა. შირერმა ეს რეკორდი 1995 წელს, 124-ე მატჩში დაამყარა.
არ მინდა ამ სიტყვების თქმა, მაგრამ როდესაც მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი ხარ, შესანიშნავი მაჩვენებლები უნდა გქონდეს და ეს ჩემი საქმეა. თუ ამას არ ვაკეთებ ხალხმა უნდა გამაკრიტიკოს. - განაცხადა ერლინგ ჰოლანდმა
ჰოლანდი 100-იანთა კლუბის 35-ე და უახლესი წევრია და მეშვიდეა, ვისაც ამ მიღწევით სიტიში უთამაშია.
ის სიტიში ენდი კოულს, სერხიო აგუეროს, ფრენკ ლამპარდს, რობი ფაულერს, ნიკოლას ანელკას და რაჰიმ სტერლინგს შეუერთდა.
Erling Haaland, Premier League centurion. 👑 pic.twitter.com/pZQkfjcFOV
— Premier League (@premierleague) December 2, 2025