,,კარაგერმა ეს მართლა თქვა?'' - გვარდიოლას რეაქცია ინგლისელის კომენტარზე
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ჟურნალისტმა ჯეიმი კარაგერის კომენტარზე ჰკითხა.
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ,,რეალთან'' მატჩში ჰოლანდის ძირითად შემადგენლობაში არყოფნის მიზეზი ეჭვქვეშ დააყენა. მეტიც, კარაგერმა თქვა, რომ ნორვეგიელს ანტონიო რუდიგერის წინააღმდეგ თამაში არ სურდა.
,,ღმერთო ჩემო, ეს ჯეიმი კარაგერმა თქვა? არ მეცინება... როგორ ფიქრობთ, ჰოლანდს თამაში არ უნდოდა?
ეს არ არის ლამაზი, სიცრუეა... ერლინგს მუხლის ტრავმა ჰქონდა და მისი თამაში სიგიჟე იქნებოდა.'' - პეპ გვარდიოლა
გვარდიოლამ პრესკონფერენცია გაბრაზებულმა დატოვა, ერთ-ერთ ასისტენტს მიუბრუნდა და თქვა: ,,დაუჯერებელია...''
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის ორმატჩიან დაპირისპირებაში ,,მანჩესტერ სიტი'' ,,რეალთან'' 6:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.