Belive

კარაგერი: ,,აშკარაა, რომ მუდრიკი ჩელსიში დიდი ფულის გამო მივიდა''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' ყოფილი ფეხბურთელი, ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ ლონდონის ,,ჩელსის'' შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს:

,,ვინ არიან ეს ფეხბურთელები? ვიცი, რომ ,,ჩელსიმ'' დიდი ფული დახარჯა, მაგრამ, სერიოზულად ვამბობ - ვინ არიან ეს ფეხბურთელები? რის ჯეიმსი სულ ტრავმირებულია...

ვფიქრობ, ენცო ფერნანდესს დიდი პოტენციალი აქვს. გუნდში მეკარეების პრობლემაა, ასევე, არ ჰყავთ თავდამსხმელი, რასაც ნკუნკუ გამოასწორებდა.

მიხაილ მუდრიკი აშკარად დიდი ფულისთვის მივიდა, პოტენციალი მასსაც აქვს, მაგრამ...'' - კარაგერის სიტყვებს Metro ციტირებს.

,,ჩელსიმ'' 2022-2023 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულა. ლონდონურმა გუნდმა პრემიერლიგაში მე-12 ადგილი დაიკავა.

,,არისტოკრატებმა'' დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გახდა.

სხვა სტატიები