კაპელომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთანაც უმუშავია
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულ იტალიელ სპეციალისტს, ფაბიო კაპელოს, სთხოვეს, დაესახელებინა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვინც გაუწვრთნია:
,,საუკეთესო ბრაზილიელი რონალდო იყო, მას შემდეგ კი - ვან ბასტენი. როცა რონალდოსთან ერთად ვმუშაობდი, ის ტრავმირებული არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ გამოუვლენია. წონაში კლება არ უნდოდა, ცხოვრება უყვარდა... სწორედ ამიტომ, რეალიდან გავუშვი. თუმცა, თუ მკითხავთ ვინ იყო საუკეთესო, პასუხი ძალიან მარტივია - რონალდო!
მისი პრობლემა ვარჯიში კი არა, წონა იყო. რეალში 94 კილოგრამს იწონიდა, 10 კილოგრამით მეტს, ვიდრე 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.'' - ფაბიო კაპელო
კაპელო და რონალდო მადრიდის რეალში ერთად 2006-2007 წლების სეზონში მუშაობდნენ. ამ სეზონის პირველ ნახევარში ბრაზილიელმა სამეფო კლუბში სულ 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, იანვარში კი მილანში გადავიდა.
🗣️ Fabio Capello: “Best player I’ve coached? Ronaldo Nazário.
— Madrid Xtra (@MadridXtra) January 5, 2026
He didn’t like losing weight, he liked life, and I kicked him out of Real Madrid.
But if you ask me who’s the best, it’s him easily, by far.” @marca pic.twitter.com/sZBNn8QMHe