კაპელო: ,,რას ვეტყოდი კინს? ის მაინც ვერაფერს გაიგებდა''
იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ტურინის ,,იუვენტუსის'' თავდამსხმელზე, მოიზე კინზე ისაუბრა, რომელიც გუშინ, ,,რომასთან'' მატჩში, მოედანზე შესვლიდან 40 წამში გააძევეს:
,,რას ვეტყოდი კინს? ის მაინც ვერაფერს გაიგებდა, ამიტომ მასთან საუბრით დროს დავკარგავდი. მან აშკარად დაკარგა თანაგუნდელების პატივისცემა. პირველ ყოვლისა, მატჩზე და გუნდზე უნდა ეფიქრა, მაგრამ მისმა საქციელმა ყველა დააზარალა. ალბათ, ამას ისიც აცნობიერებს.
მსგავსი რამ არასდროს არ უნდა მოხდეს. თუმცა, მის წინააღმდეგ ჯარიმა იყო, რაც მსაჯმა არ დააფიქსირა, მან დარღვევაზე მხოლოდ კინის რეაქცია დაინახა,'' - განაცხადა კაპელომ.
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში ,,რომამ'' ,,იუვენტუსს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მოიზე კინი მატჩში 89-ე წუთზე ჩაერთო, რამდენიმე წამში კი ჯანლუკა მანჩინის ფეხი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო.