Belive

ოფიციალურად: მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსის მწვრთნელი აღარ არის

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დადასტურებულია, რომ მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსის" მწვრთნელი აღარ არის, ინფორმაციას ტურინული გუნდის ოფიციალური საიტი აქვეყნებს. "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იტალიელი სპეციალისტი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, ალეგრის ქცევა შესაბამისი არ იყო იტალიის ფინალის დროს და მის შემდეგ, ამიტომ კლუბმა ჩათვალა, რომ მისი ქცევა "იუვენტუსის" ღირებულებებთან შეუთავსებელი იყო. ადამიანი, რომელიც ამ კლუბს წარმოადგენს ეს თვისებები აუცილებლად უნდა გააჩნდეს.

იგი თანამშრომლობის პერიოდს ამთავრებს, რომელიც 2014 წელს დაიწყო, განახლდა 2021 წელს და დღეს იტალიის თასის ფინალით დასრულდა.

კლუბი მასიმილიანო ალეგრის მის მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს - იუვენტუსის ოფიციალური განცხადება

სხვა სტატიები