Belive

კაპელო: ,,ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ტიკი-ტაკას დასასრულს ვხედავთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელა, ფაბიო კაპელომ, განაცხადა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ტიკი-ტაკა დასრულდა:

,,ამ ტურნირზე ტიკი-ტაკას დასასრულს ვხედავთ. ესპანეთი ცხრუ ცხრიანს უნდა დაემშვიდობოს. ამ ფორმულამ, შესაძლოა, გარკვეულ მომენტებში იმუშაოს, მაგრამ ეს სრული სისტემა ვერ იქნება. ცენტრალური თავდამსხმელის ფიგურა ფუნდამენტურია.

რაც შეეხება ბურთის ფლობას, როცა მას ტემპის მატება არ ახლავს თან, ეს არაპროდუქტიულია. გვარდიოლას ფეხბურთი, იმასთან შედარებით, რაც 10 წლის წინ იყო, შეიცვალა. უბრალოდ, გაიხსენეთ, რომ გვარდიოლას მაშინ ისეთი ვარსკვლავები ჰყავდა, როგორებიც მესი და ინიესტა იყვნენ და ყველაფერი მაშინვე ცხადი გახდება,'' - კაპელოს სიტყვებს Marca ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაროკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდმა მატჩში 1000-ზე მეტი პასი გააკეთა.

სხვა სტატიები