კანსელუს ბარსელონაში გაფრენის უფლება არ მისცეს
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოაუ კანსელუ ბარსელონაში გასამგზავრებლად მზად იყო, თუმცა, ამისთვის კლუბების თანხმობა იყო საჭირო. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა და პორტუგალიელ მცველს კლუბებმა ესპანეთში ჩაფრენის უფლება არ მისცეს. მთავარი მიზეზად, ფინანსური Fair Play სახელდება, რომელმაც პროცესის გაგრძელებას შეუშალა ხელი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფაბრიციო რომანო ამბობს, რომ სიტუაცია უცვლელი რჩება, კანსელუს "ბარსელონაში" თამაში მხოლოდ დროის საკითხია.
João Cancelo hasn't received the approval to travel to Barcelona today. No green light as Financial Fair Play checks are not allowing to proceed yet 🔵🔴🇵🇹
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 24, 2023
Patience on all sides but feeling still the same: Cancelo will join Barça. pic.twitter.com/CpOR30iHXE
როგორც ცნობილია, პორტუგალიელი განაპირა მცველი "ბლაუგრანას" იჯარის წესით შეუერთდება. თუკი მომავალში მხარეები შეთანხმდებიან, კონტრაქტის თანახმად, "ბარსელონას" კანსელუს შეძენის უფლებაც ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელის გამოსყიდვა კატალონიელებს 30 მილიონის სანაცვლოდ შეეძლებოდათ, თუმცა ახლა ფასმა დაიწია და კლუბები 25 მილიონზე შეთანხმდნენ.