Belive

კანისარესიდან მამარდაშვილამდე | ქართველი ვალენსიას TOP10-ში

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

14 აპრილი მეკარეების საერთაშორისო დღეა. "ვალენსიამ" ამ დღის აღსანიშნავად სტატია მიუძღვნა კარის დარაჯებს, რომლებსაც ამ კლუბში ყველაზე მეტი ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილი TOP10-შია.

სიას სანტიაგო კანისარესი 416 ოფიციალური მატჩით ლიდერობს, აქედან 305 ლა ლიგაში. მადრიდში დაბადებულმა მეკარემ ვალენსიაში 10 სეზონი (1998–2008) გაატარა და რვა ტიტული მოიგო. მეორე ადგილზეა ხოსე მანუელ სემპერე, რომელმაც 15 სეზონის განმავლობაში (1980-1995) ჩაატარა 364 მატჩი (301 ლა ლიგაში) და მოიპოვა ერთი ტიტული. სამეულს აგვირგვინებს იგნასიო ეიზაგირე 246 მატჩით (187 ლა ლიგაში), მან ვალენსიაში 11 სეზონი გაატარა (1941–1959) და 5 ტიტული მოიგო.

4) ენრიკე კანო – 188 ოფიციალური მატჩი (89 ლა ლიგაში)

5) ანდონი სუბისარეტა – 184 მატჩი (152 ლა ლიგაში)

6) დიეგო ალვეში – 175 მატჩი (146 ლა ლიგაში)

7) აბელარდო გონსალესი – 171 მატჩი (125 ლა ლიგაში)

8) ხოსე მანუელ პესუდო – 165 მატჩი (127 ლა ლიგაში)

9) რიკარდო ზამორა – 147 მატჩი (97 ლა ლიგაში)

ამ პრესტიჟულ და ისტორიულ ტოპ-ათეულს გიორგი მამარდაშვილი ხურავს. ქართველმა მეკარემ ვალენსიაში 127 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მათგან 120 ლა ლიგაში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, ხოლო ქართულმა გაზეთმა „სარბიელმა“ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად 2023-24 წლების სეზონში გამორჩეული თამაშის გამო აირჩია. მან ასევე მეშვიდე ადგილი დაიკავა ოქროს ბურთის გალაზე, იაშინის ჯილდოსთვის ბრძოლაში.

მომზადებულია valenciacf.com-ის მიხედვით.

სხვა სტატიები