კანადის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის განაცხადი გამოაქვეყნა
ბაიერნ მიუნხენის ვარსკვლავი, ალფონსო დევისი იმ 26 ფეხბურთელს შორისაა, რომლებიც კანადას ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგენენ - დევისის გამოძახებასთან დაკავშირებით, მისი ტრავმის გამო, კითხვები არსებობდა.
მთავარმა მწვრთნელმა, ჯესი მარშმა პარასკევს, ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში გამართული საწვრთნელი ბანაკის შემდეგ, 26-კაციანი შემადგენლობა წარადგინა.
ტორონტოში, CN Tower-ის თავზე, რომელიც ქალაქის ჰორიზონტს გადაჰყურებს, გუნდის გიგანტური ბანერები გაშალეს.
გუნდის განაცხადი
მეკარეები: მაქსიმ კრეპეუ (ორლანდო სიტი), ოუენ გუდმანი (კრისტალ პალასი), დეინ სენტ კლერი (ინტერ მაიამი)
მცველები: მოისე ბომბიტო (ნიცა), დერეკ კორნელიუსი (მარსელი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), ლუკ დე ფუჟეროლესი (ფულემი), ალისტერ ჯონსტონი (სელტიკი), ალფი ჯონსი (მიდლსბრო), რიჩი ლარიეა (ტორონტო), ნიკო სიგური (ჰაიდუკი), ჯოელ ვატერმანი (ჩიკაგო)
ნახევარმცველები: ალი აჰმედი (ნორვიჩი), ტაიონ ბუკენანი (ვილიარეალი), მატიე შოინიერი (ლოს ანჯელესი), სტეფენ ევსტაკიო (პორტო), მარსელო ფლორესი (ტიგრესი), ისმაელ კონე (სასუოლო), ლიამ მილარი (ჰალი), ჯონათან ოსორიო. (ტორონტო), ნათან სალიბა (ანდერლეხტი), იაკობ შაფელბურგი (ლოს ანჯელესი)
ფორვარდები: ჯონათან დევიდი (იუვენტუსი), პრომის დევიდი (როიალ იუნიონი), საილ ლარინი (მალიორკა), ტანი ოლუვასეი (ვილიარეალი)
The People’s Team 🇨🇦
— CANMNT (@CANMNT_Official) May 29, 2026
CANMNT x @GatoradeCanada pic.twitter.com/9b574ARxuq
კანადის ნაკრები B ჯგუფში ბოსნიასთან, კატართან და შვეიცარიასთან ერთად მოხვდა.